воскресенье, 23 ноября 2008 г.

I ტური:

შესარჩევი კითხვები: სფერო - ისტორია, გეოგრაფია, სამართალი, ქართული.

თითოეულ საგანს დაეთმობა 5-5 წუთი, გუნდებს მიეცემათ 3-5  სახის დავალება, რომელიც მათ მოცემულ დროში უნდა შეასრულონ.

II ტური:

სფერო - ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა, ბიოლოგია

თითოეულ საგანს დაეთმობა 5-5 წუთი, გუნდებს მიეცემათ სხვადსხვა სახის დავალება, რომელიც მათ მოცემულ დროში უნდა შეასრულონ.

 ბოლოს ჟიური დათვლის ორივე ტურში დაგროვილ ქულებს. გუნდები, რომლებმაც დააგროვეს ყველაზე ცოტა ქულები ტოვებენ თამაშს.

III ტური:

თამაშს განაგრძობს სამი გუნდი.

ყოველი გუნდიდან თითო წარმომადგენელი  15 წამის განმავლობაში პასუხობს დასმულ შეკითხვებზე. თუ მოთამაშე ვერ პასუხობს, პასუხობს ის გულშემატკივარი, რომელიც პირველი აიწევს ხელს. თამაშის ბოლოს ყველაზე აქტიური გულშემატკივარიც დაჯილდოვდება.

დასასრულს ერთმანეთს კაპიტნები ეჯიბრებიან. ისინი ერთი წუთის განმავლობაში ბლიცკითხვებს პასუხობენ, კითხვები ყველა მოცემულ სფეროს მოიცავს.

თამაშის ბოლოს ჟიური დააჯილდოვებს გამარჯვებულ გუნდს, აქტიურ გულშემატკივარს და საუკეთესო კაპიტანს.

суббота, 15 ноября 2008 г.